ახალი ამბები და სტატიები

#ევროკავშირიმოქმედებაში: უფრო უსაფრთხო ევროპის და უფრო სტაბილური მსოფლიოსთვის მუშაობა

04.12.2020
საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს სამშვიდობო ოპერაციებში, კონფლიქტების პრევენციაში და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს არის კრიზისის მართვის მიმართ, ევროკავშირის ყოვლისმომცველი მიდგომის განუყოფელი ნაწილი, სამოქალაქო და სამხედრო საშუალებებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციები ევროკავშირის ყველაზე თვალსაჩინო წარდგენაა საზღვარგარეთ და ევროკავშირის საგარეო ქმედებების წინა ხაზი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში. თითქმის 5,000 ქალი და მამაკაცია მივლინებული ასეთ მისიებში, რათა ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყონ სტაბილურობა და მედეგობა მყიფე გარემოში.

ისინი ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სახეები არიან.

ტერეზა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელი  ერთ-ერთი მათგანია. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ის უფრო მეტს გვიყვება მისი მუშაობის შესახებ:


ეს ვიდეო ერთ-ერთია იმ ვიდეოთაგან, რომლებიც მიმართულია საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიების ადგილზე მუშაობის ცნობადობის ამაღლებისკენ. სხვა ვიდეოები და მეტი ინფორმაცია #ევროკავშირიმოქმედებაში-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ქვემოთ იხილეთ ვიდეოს თანმდევი ტექსტის ქართული ვარიანტი (თანმიმდევრობა დაცულია):

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ვმუშაობთ უსაფრთხოებისთვის, მეზობლებს შორის ნდობის აღდგენისთვის.

„ადამიანებს უბრალოდ მშვიდად ცხოვრება უნდათ, მათ სურთ თავისუფლად გადაადგილება, მათ მეორე მხარეს ნათესავები ჰყავთ, რომელთა ნახვა სურთ. მათ უბრალოდ ნორმალური ცხოვრების აღდგენა უნდათ“.

ევროკავშირი მოქმედებაში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სამოქალაქო მისია

ოფიციალური შესაძლებლობები: 283 თანამშრომელი

ტერეზა ბაუერი, დამკვირვებელი (პოლიციის ოფიცერი)

2008

2008 წლის აგვისტოში საქართველოს და რუსეთს შორის „ხუთდღიანი“ ომი დაიწყო.

ევროკავშირმა უშუამავლა „ექვს პუნქტიან შეთანხმებას“, რომელმაც დაასრულა შეარაღებული კონფლიქტი

2008

ოქტომბერში დაიწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყველა მხარის შეთანხმებასთან შესაბამისობაზე მეთვალყურეობისთვის.

„მისიის პრიორიტეტი ადგილზე არის საომარი მოქმედებების დაუბრუნებლობა და ის რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება უსაფრთხოდ და ისე ნორმალურად როგორც შესაძლებელია. თითქმის ყოველდღე ვარ ველზე. ჩემს კოლეგებთან ერთად ვახორციელებ ქვეით და სამანქანო პატრულირებას, ვახდენთ ანგარიშგებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ.“

პატრულირების ჩატარების გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს კომუნიკაციას კონფლიქტის მხარეთა შორის, ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად და ნდობის შესაქმნელად.

„მე მჯერა რომ აქ, ამ ქვეყანაში სტაბილურობაში წვლილის შეტანით, ჩვენ სრულიად ევროპის და ევროპელი მოქალაქეების სტაბილურობაში და უსაფრთხოებაში შეგვაქვს წვლილი“

უფრო სტაბილური მსოფლიო, უსაფრთხო ევროპა

ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიები და ოპერაციები

ევროკავშირი
Follow us on social media