ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

14.03.2013
საქართველოში იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჰიროკი ტოკუნაგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისსა და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს ეწვია. სათავო ოფისში სტუმარს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლა. ახლად დანიშნულ ელჩს  უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობის, მისიის მანდატისა და საქმიანობის, ასევე მიმდინარე გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში სტუმარს შესაძლებლობა მიეცა მისიის საქმიანობას ადგილზე გაცნობოდა. განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამახვილდა. იმისთვის რომ უკეთესად გაიცნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, ბატონი ტოკუნაგა მცხეთისა და გორის რეგიონალური ოფისების სტუმრობასაც გეგმავს. 

Follow us on social media