ახალი ამბები და სტატიები

მისიას ბრიტანეთის მთავრობის სტაბილიზაციის განყოფილების წარმომადგენელი ეწვია

20.03.2013
19 მარტს კრის პერკინსი, ბრიტანეთის მთავრობის სტაბილიზაციის განყოფილების პერსონალის შერჩევისა და განაწილების უფროსის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი იყო სრულყოფილად შეესწავლა  მისიის საქმიანობა და მისი როლი პოსტკონფლიქტურ გარემოში. სათავო ოფისში მას მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი შეხვდა, რომელიც სტუმარს საერთო უსაფრთხოების მდგომარეობაზე ესაუბრა და განუმარტა თუ როგორ ხორციელდება მისიის მანდატი ადგილზე. ელჩმა ტიშკევიჩმა გაერთიანებულ სამეფოს მხარდაჭერისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

ბატონი პერკინსი ასევე მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია და მისიის თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა. იგი წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასაც ესტუმრა. მან ასევე ისარგებლა შესაძლებლობით და გაერთიანებული სამეფოს მიერ წარგზავნილ გორისა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.




Follow us on social media