14 დეკემბერს, ელჩი მარეკ შჩიგელი ოფიციალურად
დაასრულებს
საქართველოში ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად თავის საქმიანობას -
თანამდებობაზე
რომელიც
მას 2020 წლის 15 მარტიდან ეკავა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობამდე,
ელჩი შჩიგელი 27 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში,
როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხებზე. ის მსახურობდა, მათ შორის,
პოლონეთის რესპუბლიკის ელჩად რუმინეთში, პოლონეთის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩად
უსაფრთხოების წარმოქმნადი გამოწვევების საკითხებთან დაკავშირებით და საერთაშორისო კიბერ
პოლიტიკის კოორდინატორად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელად
საქმიანობის
სამი წლის განმავლობაში, ბ-ნი შჩიგელს
რთულ
საკითხებზე მოუწია მუშაობა,
რომლებიც
კიდევ უფრო გამწვავდა COVID-19-ის პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის
გამო.
თანამშრომლებისადმი
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ბატონმა შჩიგელმა თქვა:
„ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად მუშაობა ჩემს კარიერაში ყველაზე სასიამოვნო
პროფესიული გამოცდილება იყო. თქვენი
თავდადების
წყალობით, ჩვენ შევძელით ოპერატიული
საქმიანობის
შენარჩუნება COVID-19
პანდემიის ყველაზე რთულ დროსაც კი. წელს ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი მზადყოფნა და
მდგრადობა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
მოგვიანებით,
რეკორდულად
მოკლე დროში
,
მისიამ წარმატებით განათავსა
სრულიად ახალი
სადამკვირვებლო
ოპერაცია სომხეთში
.
გარდა ამისა, ჩვენ
მოკლე დროში
გადავიტანეთ მცხეთის რეგიონალური ოფისი და ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის
ცენტრალური ოფისი
ახალ და თანამედროვე შენობებში “.
მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ ერგნეთის ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები, რომლებიც განახლდა
2020 წლის ივლისში, რეგულარულად ტარდება დიალოგის ამ ფორმატის ყველა მონაწილის ჩართულობით.
მისი მანდატის განმავლობაში, ელჩი შჩიგიელი თანათავმჯდომარეობდა ერგნეთში ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თოთხმეტ რეგულარულ შეხვედრას.
ბ-მა
შჩიგიელმა
ასევე
დაამატა:
„ეს ჩემი უკანასკნელი კვირაა მისიაში. უზომოდ ვამაყობ, რომ ვიყავი ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის გუნდის წევრი მისიის ისტორიის ამდენ საკვანძო და მომთხოვნ მომენტში.
დარწმუნებული ვარ, რომ მისია დარჩება ძლიერი, ეფექტიანად მართული და კარგად მომზადებული
მომავალი გამოწვევებისთვის. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისია საქართველოში გააგრძელებს გადამწყვეტ როლის შესრულებას საქართველოსა და უფრო
ფართო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში.“
მისიის დატოვებამდე ბატონმა შჩიგელმა რამდენიმე
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან
და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
შეხვედრების ქართველმა მონაწილეებმა
მადლიერება გამოხატეს ელჩ შჩიგელის პროფესიული და თავდადებული ხელმძღვანელობისთვის,
ასევე ხაზი გაუსვეს მისიის საკვანძო როლს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების
საქმეში.
დოქტორი ტიბორ კოზმა, რომელიც მისიას 2022 წლის
მარტში შეუერთდა, იქნება მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში
ახალი
ხელმძღვანელი არ დანიშვნამდე.