19 მარტს ევროპის საბჭოს სამდივნოს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბატონი დანიილ ხოჩაბოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი ტანია ვან დეიკი. დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა მომდევნო, რიგით მეშვიდე კონსოლიდირებული მოხსენების მოსამზადებლად საქართველოში კონფლიქტის შესახებ.
სტუმრებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლა. სტუმრებს მისიის მიერ ადგილზე განხორციელებული საქმიანობის და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. დელეგაცია განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისიის მიერ განხორციელებული საქმიანობით დაინტერესდა. განხილული იყო დემარკაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხები და ნდობის აღდგენის შესაძლებლობები. სტუმრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადებითად შესაფასეს და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად მისიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.