თბილისი, 25 იანვარი 2023 წელი – დღეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, დოქტორი ტიბორ კოზმა დაესწრო მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის 2021 წლის გამარჯვებულის, ზვიად მჭედლიშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩემი კავშირები აფხაზეთთან“ პრემიერას. დოკუმენტური ფილმის გადაღება დაფინანსდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2021 წლის მშვიდობის პრიზის კონკურსის მეშვეობით. ღონისძიება, რომელსაც დაესწრო 35-ზე მეტი ჟურნალისტი და კონფლიქტის გადაწყვეტის ექსპერტი ჩატარდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანა ორგანიზებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა პრემიერამდე მიმართა აუდიტორიას და აღნიშნა კონფლიქტის მგრძნობიარე ჭრილში გადმომცემი ამბის ჩვენების მნიშვნელობა. „განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ეს დოკუმენტური ფილმი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებზე, რომლებიც ჩვენი ყველაზე დიდი იმედია დაყოფილ თემებს შორის წარმატებული შერიგებისთვის. ალბათ მოგეხსენებათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანია ხელი შეუწყოს სტაბილურობას, დიალოგსა და მშვიდობას საქართველოში. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს, რომლებიც იზიარებენ იგივე ღირებულებებს და მუშაობენ იმავე მიზნების მისაღწევად. “ – თქვა დოქტორმა კოზმამ მისი გამოსვლის დროს.
მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი არის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ არის ორგანიზებული. 2013 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ პრიზს ანიჭებს დამოუკიდებელი, კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკის წარმოსაჩენად, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და გრძელვადიან მშვიდობას საქართველოში. ეს ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და მშვიდობას თემებს შორის, რაც არის მისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მისი მანდატის შესაბამისად.
საპრემიერო ჩვენების შემდეგ ადგილი დაეთმო დისკუსიას, რომელმაც დამსწრეებს შესაძლებლობა მისცა გამოეთქვათ მათი მოსაზრება დოკუმენტური ფილმის შესახებ და განეხილათ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების იდეები.