ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შექმნის მე-15 წლისთავი
15.09.2023
15 წლის წინ, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა, საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში. 2 კვირის შემდეგ, 2008 წლის 1 ოქტომბერს ჩვენი პირველი დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. მას შემდეგ, ჩვენს მისიას წვლილი შეაქვს სტაბილურობაში საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში, 24/7 ჩვენი სადამკვირვებლო ყოფნისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მეშვეობით.
ჩვენი მანდატის შექმნის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენი მისიის ყოფილმა ხელმძღვანელებმა გაგვიზიარეს მისიის ძირითადი მიღწევები მათი ხელმძღვანელობის პერიოდში.