ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეს აღნიშნავს

10.05.2013
9 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში ევროპის დღე აღნიშნა. დამსწრე საზოგადოების ჩართულობისთვის გაიმართა ფრენბურთის შეჯიბრი სკოლების, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. სკოლის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, უკრავდა დიჯეი. მეტად წარმატებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო სტენდი. სტუმრებმა დაახლოებით სამასამდე კითხვარი შეავსეს.



მაისის  თვეში ევროპის დღისადმი მიძღვნილი რეგიონალური ოფისების ღონისძიებები გაგრძელდება დევიზით „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ვახორციელებთ მონიტორინგს სტაბილურობისა და მშვიდობისთვის 2008 წლიდან“.

11-12 მაისი - ფრენბურთის შეჯიბრი ჭალესა და მუჟავაში (ზუგდიდის რეგიონალური ოფისი)
11 მაისი - ევროპის დღე გორის კულტურის ცენტრში "რას წარმოადგენს თქვენთვის მშვიდობა და სტაბილურობა?" - კონკურსი დიდი ხურვალეთის, ფლავისა და ყელქცეულის საჯარო სკოლებში (გორის რეგიონალური ოფისი)
14 მაისი - პეტრიანის დევნილთა დასახლება - კონკურსები, ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ევროკავშირის შესახებ (მცხეთის რეგიონალური ოფისი)
16 მაისი - მცხეთის სკოლები - კონკურსები, ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ევროკავშირის შესახებ (მცხეთის რეგიონალური ოფისი) 
17 მაისი - ფრეზეთის სკოლა - კონკურსები, ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ევროკავშირის შესახებ (მცხეთის რეგიონალური ოფისი)

Follow us on social media