ახალი ამბები და სტატიები

მრავალფეროვნების ძალა - ევროპის დღე ყელქცეულში

31.05.2013
30 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ყელქცეულის სკოლაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებას გაუწია ორგანიზება.

მაისის დასაწყისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს უნდა დაეხატათ ნახატები, დაეწერათ ლექსები ან გამოეყენებინათ სხვა მხატვრული საშუალებები რათა გადმოეცათ ევროკავშირის დევიზი - "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია".

ღონისძიების მნიშვნელობის ხაზგასასმელად ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლობამ მობილური საინფორმაციო ცენტრი გამოაგზავნა და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ევროკავშირის კარავში მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“ ენახათ. 

როგორც მანამდე დიდ ხურვალეთსა და ფლავში ჩატარებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე,  გორის უნარშეზღუდულთა კლუბმა მშვიდობისა და ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ცეკვები და სიმღერები წარმოადგინა. წაიკითხეს ლექსები მხატვრულად და მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. სკოლის მოსწავლეებმა ორიგამის ტექნიკით შესრულებული ხელნაკეთი მესიჯების გამოფენაც გამართეს.

"ამ ერთობლივმა წარმოდგენებმა მრავალფეროვნების ძალას ხაზი გაუსვა" - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა ენ ვესენმა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისათვის და მხატვრული წარმოდგენების მომზადებისას გაწეული ძალისხმევისთვის.

ღონისძიების დასასრულს ხატვის კონკურსის სამ გამარჯვებულს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მედლები გადაეცა. ხატვის კონკურსი სახელწოდებით „გაუგზავნე შენი შეტყობინა ევროკავშირს ან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“ გაიმართა. მონაწილეებს ინტერვიუ ჩამოართვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო პროგრამისთვის, რომელიც „თრიალეთის“ ეთერით გადაიცემა.





Follow us on social media