ახალი ამბები და სტატიები

ლატვიის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

11.06.2013
10 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ლატვიის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის დელეგაცია ეწვია.

სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და ისინი მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებთან ერთად პატრულირებაზე გაემგზავრნენ.

დელეგაცია საქართველოს პარლამენტმა მოიწვია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გარდა დელეგაცია საქართველოს სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებას სტუმრობდა.


Follow us on social media