ახალი ამბები და სტატიები

საფრანგეთის თავდაცვის გაერთიანებული ძალების კოლეჯის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

13.06.2013
11 ივნისს საფრანგეთის თავდაცვის გაერთიანებული ძალების კოლეჯის დელეგაცია  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. სტუმრებს საოპერაციო განყოფილების უფროსმა კლაივ ტროტმა და თავდაცვის სამინისტროსთან მეკავშირე ოფიცერმა დევიდ ტერნერმა უმასპინძლეს. სტუმრებს ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, მისიის მანდატის, მისიის მიმდინარე საქმიანობის და ბოლოდროინდელი გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. 


Follow us on social media