ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი, რომელიც თავის საქმიანობას ასრულებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

18.06.2013
18 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჯეი ტიშკევიჩი, რომელიც თავის საქმიანობას ასრულებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ირაკლი ძნელაძეს შეხვდა. პოლკოვნიკმა ძნელაძემ მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მისიის მიუკერძოებელი საქმიანობისთვის, რომელმაც რეგიონში სტაბილურობას შეუწყო ხელი. ელჩმა ტიშკევიჩმა გამოიყენა შესაძლებლობა და 6 ივნისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთში  დაღუპული შვიდი სამხედრო მოსამსახურის კოლეგებს მიუსამძიმრა. 


Follow us on social media