ახალი ამბები და სტატიები

მშვიდობით ბატონო ელჩო!

20.06.2013
მისიის ხელმძღვანელის პოსტზე გატარებული ორი წლის შემდეგ ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ტოვებს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.

პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრების ფარგლებში, მან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

მიხეილ სააკაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადეს ელჩ ტიშკევიჩს პროფესიონალური საქმიანობისთვის და ხაზი გაუსვეს  მისიის მიუკერძოებელი დაკვირვების მნიშვნელობას, რომელმაც სტაბილურობის შენარჩუნებაში წვლილი შეიტანა.

მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმების როლი. მოცემული  მემორანდუმები მისიას  საშუალებას აძლევს შევიდეს სამხედრო და პოლიციის ობიექტებზე და უზრუნველყოს გამჭვირვალობა.



Follow us on social media