ახალი ამბები და სტატიები

თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

08.05.2014
ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში 8 მაისს  თბილისის ღია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ.

მისიამ სტუდენტებს თავისი მანდატი და საქმიანობა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სტაბილიზაციაზე მიმართულ ძალისხმევაზე გაამახვილა.

სტუდენტებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები უნივერსიტეტში დისკუსიის გასაგრძელებლად მიიწვიეს.



Follow us on social media