ახალი ამბები და სტატიები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

20.08.2014
14 აგვისტოს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მან მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, რაიან გრისტთან და რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელთან ჰანს შნაიდერთან  დისკუსია გამართა.

რადგან ევროკავშირის დამკვირვებლები ყოველდღიურად ხვდებიან ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, ისინი კარგად იცნობენ იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ასევე იციან ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.  

მისიის მიერ დაგროვილი იფორმაციის გასაზიარებლად რეგიონალურმა ოფისმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მინისტრის მოადგილემ და მისიის დამკვირვებლებმა ინფორმაცია გაცვალეს. მინისტრის მოადგილემ მისიის თანამშრომლებს ასევე წარუდგინა ანგარიში დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებაზე.






Follow us on social media