ახალი ამბები და სტატიები

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

18.09.2014
2014 წლის 17 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტომაშ ორლოვსკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩეშკოვსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში პოლონეთის საელჩოს  სხვა თანამშრომლები ეწვივნენ.

სტუმრები, რომელთაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა უმასპინძლა, მისიის მანდატისა და ადგილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ბრიფინგს დაესწრნენ.

პოლონეთის წარმომადგენლების მისიაში სტუმრობა სამხრეთ კავკასიაში მათი რეგიონული ვიზიტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავდა.

Follow us on social media