ახალი ამბები და სტატიები

ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა

10.11.2015
აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგნელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა და გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ ქ-ნ მოგერინის მიაწოდეს ინფორმაცია მისიის საქმიანობისა და ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.




Follow us on social media