ახალი ამბები და სტატიები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა

11.11.2015
ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბატონი ნილს მუიჟნიეკსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2015 წლის 11 ნოემბერს ეწვია. მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა ბ-ნ მუიჟნიეკსს მისიის სათავო ოფისში უმასპინძლა, სადაც კომისარმა მიიღო ინფორმაცია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. მთავარი თემები იყო ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე "ბორდერიზაციის" უარყოფითი ზეგავლენა  და გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებული მდგომარეობა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ბ-ნი მუიჟნიეკსი მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მიკა სორენსენთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვარს და ოძისის გამშვებ პუნქტს ეწვია.
 
ბ-მა მუიჟნიეკსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი მხარდაჭერა გამოხატა.



 

Follow us on social media