ახალი ამბები და სტატიები

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) დელეგაცია ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

08.12.2015
2 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) დელეგაცია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, რუსეთი და უკრაინა) და ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ყველა ასპექტს მართავს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. აფხაზეთის ადმინისტრაციული საზრვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტის ორგანიზება ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა უზრუნველყო, ხოლო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზრვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამგზავრებული ჯგუფი მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა და გორის რეგიონალურმა ოფისმა ერთობლივად მიიღო.

ორივე ჯგუფის ვრცელი პროგრამა მისიის ბრიფინგებით დაიწყო, რომელიც ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიესტუტის იანკაუსკასმა, ხოლო მცხეთის რეგიონალურ ოფისში მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰოგმა ჩაატარეს. ორივე ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდა არსებულ ვითარებას და ადმინისტრაციული საზღვარების მახლობლად მნიშვნელოვანი ლოკაციები მოენახულებინა.

ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პასუხისმგებლობის ზონის აღმოსავლეთ ნაწილს ეწვია, საქართველოში დევნილთა ყველაზე დიდ დასახლებაში, წეროვანში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან შედგა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრებიც შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რამაც ხელი შეუწყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.







Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება