ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა ევროპარლამენტში უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტს მიმართა

17.02.2016
17 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ევროპარლამენტში უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით თემაზე "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში: არსებული ვითარება და სამომავლო პერსპექტივები".

სხდომა გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის და ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტებისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციების დასწრებით.

სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმარებისა და ქმედებების უწყების (CPCC) ხელმძღვანელი კენეთ დინი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში