ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელმა იაპონიაში უნივერსიტეტის სტუდენტებს სიტყვით მიმართა

15.04.2016
2016 წლის 14 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა, პროფესორ ტაკაკო უედას მოწვევით, იაპონიის ევროპული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტის (ICU) 50-მდე სტუდენტს პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციაში აღწერილი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და საქმიანობა, ისევე როგორც საქართველოში ამჟამად არსებული მდგომარეობა. გაიმართა ცოცხალი დისკუსია, რის შედეგადაც სტუდენტებმა გაცილებით მეტი გაიგეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ.

მისიის ხელმძღვანელი ლიტვიდანაა. მას დამთავრებული აქვს ვილნიუსის უნივერსიტეტი. ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტი (VMU), რომელიც ლიტვაში, კაუნასში მდებარეობს იაპონიაში ევროპული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტთან გაცვლით პროგრამას ახორციელებს.




Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში