ახალი ამბები და სტატიები

გაიცანით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეებზე კვირას თბილისში

04.05.2016
შემოგვიერთდით ევროპის დღის აღსანიშნავად თბილისში, რიყის პარკში, კვირას, 8 მაისს, 12:00-დან 18:00-მდე! გაერთეთ მთელი დღის განმავლობაში მხიარული ღონისძიებებით ევროპულ სოფელში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი გაჩვენებთ თავის აღჭურვილობას და მოგიყვებათ თავისი საქმიანობის შესახებ. 19:00 საათიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ საღამოს კონცერტით, რომელშიც მონაწილეობენ სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, ევროვიზიის ქართველი ვარსკვლავები ნინო სუბლატი და ელდრინი და ასევე იტალიიდან მოწვეული ტენორი! კონცერტზე დასწრება თავისუფალია. მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

დააჭირეთ აქ ღონისძიებების, შემსრულებლების და ადგილმდებარეობის სანახავად.

საქართველოში ევროპის დღეები 8-24 მაისს სხვადასხვა ადგილას კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით გაგრძელდება. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს The European Days website ან მოიწონეთ The European Days on Facebook.




Follow us on social media