ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ახალ საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

28.10.2016

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

26 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი დოქტორი კაუპო კანდი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომლებიც ისწრაფვიან უახლოეს მომავალში ჟურნალისტები გახდნენ. ლექციის დროს ბ-ნი კანდი მონაწილეებს მისიის, მისი საქმიანობის და მანდატის შესახებ ესაუბრა.

კაუპო კანდმა ჯგუფს გააცნო ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები . გარდა ამისა, მან განმარტა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ისტორია. მომხსენებელმა ასევე აღწერა სხვა წარსული და მიმდინარე კონფლიქტები და შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რამაც შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს საკითხი უფრო ფართო რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეესწავლათ, დაესვათ კითხვები და როგორც მომავალი ჟურნალისტები, ზოგადად უფრო ცნობისმოყვარენი ყოფილიყვნენ.

ლექციის შემდეგ კითხვა-პასუხების სესია გაიმართა, რომლის დროსაც სტუდენტები დაინტერესდნენ ბ-ნი კანდის მოსაზრებებით, რომელიც საქართველოში კონფლიქტების სხვაობასა და მსგავსებებს, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ისევე, როგორც ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას (CFSP)/ს აერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებს ეხებოდა. დისკუსია საკმაოდ დინამიური, დამაფიქრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი კაუპო კანდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს განმარტავს

დაინტერესებული ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები კაუპო კანდის ანალიზს ყურადღებით უსმენენ

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება