ახალი ამბები და სტატიები

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანის ვადა იწურება

27.10.2017
მომავალ ოთხშაბათს, 2017 წლის 1 ნოემბერი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა.

პრიზით დაჯილდოევდება 2016 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნებული საუკეთესო კონფლიქტ-სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზის მფლობელის ვინაობა სავარაუდოდ დეკემბერში გამოცხადდება. იგი მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიაროს ერთთვიანი პროფესიული მივლინება ლომდონში, "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“. 

მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://www.euprizejournalism.eu/

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
დეზმონდ დოილს, პრეს სპიკერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, Des.Doyle@eumm.eu 
ნინო გერზმავას, პროექტის კოორდინატორს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, nino@iwpr.net 



მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გასული წლის გამარჯვებული, გვანცა დოლაუაშვილი

Follow us on social media