ახალი ამბები და სტატიები

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა!

15.12.2017
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - 2017 ს აღნიშნავს, რომელიც 16 დღიანი აქტივიზმის ბოლო დღეა. ყოველწლიურად, 10 დეკემბერი გვახსენებს 1948 წლის იმ დღეს, როდესაც ახლად შექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა შეთანხმებულიყვნენ მეორე მსოფლიო ომის საშინელებთა შემდეგ მთავრობების საკუთარ მოსახლეობასთან ურთიერთობის საერთო სტანდარტებზე. დოკუმენტს, რომელიც მათ ერთად ბევრი შრომატევადი კვირის შემდეგ  შეიმუშავეს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ეწოდება.

ადამიანის მიღწევათა ეს ნიშანსვეტი, განპირობებული ომის გამოცდილებით მიღებული საყოველთაო გულიწყრომით, შეგვახსენებს, რომ ერთიანობით და ადამიანის ღირსების პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ კაცობრიობის ყველაზე ბნელი გამოვლინებები. მიუხედავად იმისა, ვართ მდიდრები, ღარიბები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, ამა თუ იმ რასის, რელიგიის ან ეროვნების წარმომადგენლები, ჩვენ ამ საერთო ჰუმანურობას ვიზიარებთ. აღსანიშნავია, რომ ისეთმა ქალებმა, როგორიცაა ელეანორა რუზველტი,  დეკლარაციის შედგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს, რადგან ქალები აუცილებლად გააგრძელებენ მთელ მსოფლიოში მშვიდობის, განვითარების და ადამიანის უფლებათა საქმეში წვლილის შეტანას.

ქალები და გოგონები ძალადობრივი კონფლიქტის ყველაზე დაუცველი მსხვერპლები არიან და ისინი მშვიდობისმყოფელთა შორის უნდა იყვნენ. ეს აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებში, ისევე როგორც ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკაში და საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებში. ჩვენ მივესალმებით ამ ვალდებულებების შესრულებას და როგორც მისია, ჩვენი მანდატის ფარგლებში, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მათ.

ასე რომ, მოდით, ამ განსაკუთრებულ დღეს აღვნიშნოთ ყველა ადამიანის უფლებები, როგორც განუყოფელი, ურთიერთდამოკიდებული და ხელშეუხებელი.



Follow us on social media