ახალი ამბები და სტატიები

ზუგდიდში 63-ე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15.12.2017
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა 63-ე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ ჰაკან რაპის მიერ გახსნილ შეხვედრაში რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი თოთხმეტი ქალი და ერთი კაცი მონაწილეობდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო დროინდელი "ბორდერიზაცია", განახლებული ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმთან დაკავშირებით და სხვა საკითხები, რომელიც  აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ხალხის გადაადგილების თავისუფლებაზე ზეგავლენას ახდენს.

16 დღიანი აქტივიზმის კამპანიის მხარდასაჭერად ერთ-ერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში გენდერული ძალადობისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების შესახებ ყოვლისმომცველი პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა ამ თემებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს და ინტენსიური დისკუსია ჩაატარეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებული შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.


ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი და ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრაზე



სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ 16 დღიანი აქტივიზმის კამპანიასტან დაკავშირებულ განხილვებში

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება