ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 23 მარტს სამხრეთ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლებს პატივს მიაგებენ

28.03.2018
2018 წლის 23 მარტს, პარასკევს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა მსხვერპლთა ხსოვნას კერძოდ კი ლეიტენანტ პოლკოვნიკს არნოა ბელტრამს პატივი მიაგოს. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის ყველა შენობის წინ ევროპული დროშების ნახევრად დაშვების შესახებ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით, ყველა დელეგაციას და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მისიას მოუწოდეს  დღეს 8:00 საათიდან 20:00 საათამდე (ბრიუსელის დროით) ნახევრად დაეშვათ დროშები.



საფრანგეთი გლოვობს ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლებს


ფოტო გადაღებულია www.liberation.fr მიერ

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება