ახალი ამბები და სტატიები

65-ე საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის მიერ განხორციელებულ 19,000-ე საპატრულო გასვლას დაემთხვა

05.04.2018
ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა 65-ე საინფორმაციო შეხვედრას  უმასპინძლა. ეს შეხვედრა დაემთხვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის მიერ განხორციელებულ 19,000-ე საპატრულო გასვლას მისიის მანდატის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელი პირების ინფორმირებას.

65-ე საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების (DEA -  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების ასოციაცია, ასოციაცია მერკური, იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, ISFED - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ტუბერკულოზის საავადმყოფო, ექიმები საზღვრების გარეშე, საია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ზუგდიდის ბიბლიოთეკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახალხო დამცველის ინსტიტუტის 26 წარმომადგენელი (20 ქალი და 6 მამაკაცი).

შეხვედრა ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰაკან რაპმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს ინფორმაციის ოფიცერმა ვილე სიიკასალმმა მიმართა. მან დამსწრეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და დასკვნების შესახებ ზოგადი ინფორმაცია გააცნო. ამის შემდეგ, ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა მიკელ მიტჩელ ვალნერტმა სიტყვა გადასცა მონაწილეებს, რომლებმაც თებერვლის ბოლო შეხვედრის შემდეგ თავიანთი ორგანიზაციებისა და აქტივობების შესახებ მნიშვნელოვანი და სასარგებლო განახლებული ინფორმაცია წარმოადგინეს.

ქალბატონმა ნარნი დენიელანმა, ორგანიზაციიდან ექიმები საზღვრების გარეშე თბილისის მიერ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და აფხაზეთში ტუბერკულოზის საკითხზე ცნობიერების შესახებ პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია იმედის  წარმომადგენელმა ქ-მა ქრისტინა კილანავამ წარადგინა მისი ორგანიზაციის პროექტის შედეგები, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფუძნებულ ნდობის ფონდის (CBF) მიერ ფინანსდება და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე ხორციელდება.

მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ამ ფორუმს ინფორმაციის განხილვისა და გაზიარებისთვის. შემდეგი საინფორმაციო შეხვედრის ჩატარდება ზუგდიდში 2018 წლის 16 მაისს  დაიგეგმა. 


65-ე საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეების ჯგუფური ფოტო

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება