ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისში "ევროპის დღე" 2018-ს და ბრიუსელში ღია ევროპის დღეს შეუერთდა

07.05.2018
5 მაისს, თბილისის ცენტრში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის (9 მაისი)  აღნიშვნაში. ტრადიციისამებრ დღესასწაული რიყის პარკში გაიმართა, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით "ევროსოფლად" გარდაიქმნა. ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში კოორდინაცია გაუწია ღონისძიებას, რომელმაც განსაკუთრებული  შესაძლებლობა მისცა საქართველოს მაცხოვრებლებს ვირტუალურად ემოგზაურათ ევროკავშირში და გაეცნობოდნენ, თუ რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში და როგორ უწყობს ხელს საქართველოს განვითარებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდთან იმყოფებობდნენ სათაო ოფისის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები და მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები და თარჯიმნები,  რამდენიმე დამხმარე მოხალისესთან ერთად.

მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს, მისი აღმატებულება გიორგი მარგველაშვილს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის - მისი არმატებულება ელჩი იანოშ ჰერმანის თანხლებით. მისმა აღმატებულებამ ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში საქმიანობისათვის. კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სტუმარი გახლდა თბილისის მერი კახა კალაძე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა დღე გაატარეს ვიზიტორების უწყვეტი ნაკადისთვის მისიის მანდატისა და საქმიანობის ახსნაში. საინფორმაციო ბროშურები, ბიულეტენები და საქართველოს მხრიდან მისიის მხარდაჭერისთვის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ვიზიტორებს.  ვიზიტორებს შორის პოპულარულობით სარგებლობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოფენილი აღჭურვილობა და საპატრულო მანქანა.

იმავე დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ევროკავშირის ღია კარის დღის აღნიშვნაში ბრიუსელში, ბელგია. წელიწადში ერთხელ, ამ დღეს, ევროპული ინსტიტუტების კარი ღიაა საზოგადოებისათვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ამ დღეს. მას ბევრი სტუმრობდა, მათ შორის ბავშვებიც. სტუმრებს აინტერესებდათ რეგიონში განვითარებული მოვლენები და მისიის წვლილი საქართველოში მართვად სტაბილურობაში.

ევროპის დღე აღინიშნა სხვადასხვანაირად საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. ასევე 6 მაისს, ზუგდიდში რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 2018 წლის ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ გარბენში ზუგდიდში ბულვარის გარშემო. სხვა მონაწილეები იყვნენ სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი ამერიკული ფეხბურთის გუნდის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. გარდა ამისა, ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა წარმოადგინა პრეზენტაცია მისიის საქმიანოის შესახებ და მოაწყო ხატვის კონკურსი თემაზე: "როგორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აღქმა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოსწავლეებს შორის". გორის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა ადგილობრივ უნივერსიტეტებში წარადგინეს პრეზენტაციები და გორის მუნიციპალიტეტის გუნდის წინააღმდეგ ფეხბურთის მატჩში მიიღეს მონაწილეობა. მცხეთის რეგიონალური ოფისი გრემისხევის, ვაზიანისა და ბოლნისის მოსწავლეებს შეხვდება, რათა განიხილონ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა და ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი ერთგულება.
 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებსა  და მოხალისეებს აქვთ ძალიან დაკავებული, მაგრამ ამაღელვებელი დღე!




ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობს



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა დეზ დოილმა ბელგიაში ბრიუსელში იტალიელ სტუმრებს მანდატი გააცნო



ევროკავშირის ღია კარის დღე განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს ევროკავშირის მოქალაქეთათვის, მათ შორის ბელგიელი ბავშვებისათვის, რათა გაეცნონ მისიებსა და ოპერაციებს, რომლებსაც ევროკავშირი მთელი მსოფლიოს გარშემო აფინანსებს!



ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა  ადგილობრივი ამერიკული ფეხბურთის გუნდის წარმომადგენლებთან ერთად



ევროკავშირის დღე აღინიშნა საფეხბურთო თამაშით გორის რეგიონალურ ოფისსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის. გუნდები შეხვდნენ საუკეთესო ფეხბურთელებითა და მხიარული გულშემატკივრებით.
 
Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში