ახალი ამბები და სტატიები

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) აქვეყნებს წარმატების ისტორიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტების აღკვეთას

20.06.2018

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის წარმატების ისტორია.

წარმატების ისტორიის ბმული იხილეთ აქ

„ცხელი ხაზი ასრულებს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის თანამშრომლობის კატალიზატორის ფუნქციას. ამასთან, იგი ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას და ესკალაციის თავიდან აცილებას, წარმოადგენს ნდობის გაღრმავების შესანიშნავ ინსტრუმენტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა.

მისიის ცხელ ხაზზე პასუხისმგებელი პირები მუშაობის პროცესში

Follow us on social media