ახალი ამბები და სტატიები

იტალიის პარლამენტის დელეგაცია გორის რეგიონალურ ოფისს სტუმრობს

27.10.2018
27 ოქტომბერს იტალიის პარლამენტის წარმომადგენლები: იტალიის სენატის ვიცე-პრეზიდენტი პაოლა ტავერნა, სენატორი ჯანლუკა კასტალდი, სენატორი ლუიჯი აუგუსორი, პატივცემული პაოლო გრიმოლდი, რომელსაც თან ახლდა იტალიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულობა ანტონიო ენრიკო ბარტოლი და მისი მოადგილე ბ-ნი სტეფანო კრეჩენცი გორის რეგიონალურ ოფისს ესტუმრნენ.

მისიის ხელმძღვანელის სახელით საინფორმაციო-ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი ანდრეა ხმელინსკი ბიგაცი და გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნი მიქაელა გერასიმი მიესალმნენ ვიზიტორებს და მოახსენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატისა და რეგიონის სტაბილურობაში მის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ, ასევე გორის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის არეალში არსებული ვითარების შესახებ. ამის შემდეგ დელეგაცია შეუერთდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის პატრულირების ჯგუფს და ხურვალეთის მაღლობიდან და გამოყოფილი სოფლებიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ ნიშნებს დააკვირდა.


საინფორმაციო-ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი ანდრეა ხმელინსკი ბიგაცი იტალიელ სტუმრებს პრეზენტაციას უტარებს


გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქ-ნი მიქაელა გერასიმი იტალიელ სტუმრებს ადგილზე არსებულ ვითარებას აცნობს


იტალიის დელეგაცია და გორის რეგიონალური ოფისის პატრულირების ჯგუფი ერთობლივ ფოტოს იღებენ პატრულირების შემდეგ

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება