ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „დამკვირვებლის“ მე-7 გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია!

29.10.2018

2018 წლის 1 ოქტომბერს  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეათე წლისთავი აღინიშნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ დაარსდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, აქ საწყისი ერთწლიანი ვადით სულ ცოტა 200 სამოქალაქო დამკვირვებელი უნდა განეთავსებინათ. მას შემდეგ მისიის მანდატის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, რაც ნათლად მეტყველებს ევროკავშირის მიერ რეგიონალური სტაბილურობის მიმართ აღებულ პასუხისმგებლობაზე.

ჩვენი ექსპერტები მონიტორინგს უწევენ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობების ყველა მხარის მიერ დაცვას. აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მხარეებმა ევროკავშირის შუამდგომლობით მოაწერეს ხელი. მისი განხორციელება დაწვრილებითაა გაწერილი მოგვიანებით შედგენილ დოკუმენტში, რომლის სათაურია „შეთანხმება 2008 წლის 8 სექტემბრის ღონისძიებების განხორციელების შესახებ“.

„დამკვირვებლის“ მიზანია, საქართველოს, ევროკავშირისა და საერთაშორისო მასშტაბით ფართო საზოგადოებას ვრცლად და დაწვრილებით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ.

  „დამკვირვებლის“ მე-7 გამოცემა იხილეთ ბმულზე .

  ყველა წინა გამოცემა იხილეთ ბმულზე .

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება