ახალი ამბები და სტატიები

მისიამ თბილისში არაუსაფრთხო გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩაატარა

05.11.2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 20018 წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მისიის თბილისის სათავო ოფისში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში არაუსაფრთხო გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგი (HEAT) ჩაატარა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პირველად უმასპინძლა არაუსაფრთხო გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგს, რომელიც ბრიუსელში მდებარე ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) ეგიდითა და დამტკიცებით ჩატარდა. 2017 წლის ოქტომბერში მისიამ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯთან თანამშრომლობით უკვე უმასპინძლა საწყის საპილოტე კურსს, რომელსაც მალიში ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერების მისიის (EUCAP Sahel Mali) წარმომადგენლები დაესწრნენ. 

კურსის მიზანია უსაფრთხოების გაცნობიერებისკენ მიდრეკილი აზროვნებისა და როგორც ცალკეული ადამიანის თვითრწმენის, ისე ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბება, რაც მთლიანობაში მონაწილეებს უზრუნველყოფს კონკრეტული ინსტრუმენტების კომპლექტით ისეთი მაღალი რისკის მქონე სიტუაციების სამართავად, როგორიცაა ჩასაფრება, მძევლების აყვანა და არაუსაფრთხო საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლა. კურსი ასევე მოიცავს პირველი სამედიცინო დახმარებისა და უსწორმასწორო ადგილზე მანქანის ტარების უნარების დახვეწას.

ტრენინგს დაესწრო როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სექტორისა და პოლიციის წარმომადგენელი ათი (10) მონაწილე საბერძნეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან და საფრანგეთიდან. ამგვარი კურსისა და მისი მსგავსი ტრენინგის გავლას ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიასა თუ ოპერაციაში მონაწილე პერსონალის უსაფრთხოებაზე „ზრუნვის ვალდებულებას“. 

კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა ბ-ნი ვინჩენცო კოპოლამ, რომელიც მისიას სტუმრობდა. მან მისიას მადლობა გადაუხადა პროფესიულად ჩატარებული კურსისთვის, ხოლო წევრ სახელმწიფოებს - მათი მხარდაჭერისთვის.


ტრენინგის მონაწილეებს უხსნიან ევაკუაციის მეთოდებს


აფეთქების საფრთხის დროს უსაფრთხოების ტექნიკის სავარჯიშოები 


უსწორმასწორო ადგილზე მანქანის ტარების სავარჯიშო


ჯგუფური ფოტოს გადაღება

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება