ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისაუბრა

07.11.2018
2 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის ახლახან აღნიშნული 10 წლისთავის შემდეგ მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და მისიის მიერ შესრულებული სამუშაოს, მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. 

პრეზენტაციას მოჰყვა კითხვა-პასუხის სესია, რომლის დროსაც სტუდენტებმა მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზისა და მისიის მანდატის განხორციელებაში არსებული გამოწვევებისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს. 

ადგილობრივმა ტელევიზიებმა - აჭარის ტელევიზიამ და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯარო ლექცია გააშუქეს და ბ-ნ ჰოგს მოკლე ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

რადიო „აჭარამ“ ასევე  ინტერვიუ ჩამოართვა მისიის ხელმძღვანელს თავისი გადაცემისთვის - „კომპეტენტური პასუხი“. გადაცემის მსვლელობისას, რომელსაც გაუძღვა ჟურნალისტი მაია ვარშანიძე, გაიმართა დისკუსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ.

ზემოაღნიშნული ინიციატივები არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ მთელი საქართველოს მოსახლეობის ეფექტიან ინფორმირებას.



ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა ბერიძე აუდიტორიას წარუდგენს მისიის ხელმძღვანელს


ბ-ნმა ჰოგმა ლექცია  მისიის მუშაობის ისტორიის მოკლე მიმოხილვით გახსნა


განსაკუთრებული ყურადღება მისიის ხელშეწყობით მოქმედ ცხელ ხაზზე გამახვილდა


ლექციის ყველაზე აქტიური ფაზა - კითხვა-პასუხის სესია


მისიის ხელმძღვანელი ინტერვიუს აძლევს ადგილობრივ ტელევიზიას და ესაუბრება ლექციაზე განხილული თემების შესახებ


ინტერვიუ რადიო „აჭარასთან“

Follow us on social media