13 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ხატვის კონკურსში გამარჯვებულ თერთმეტ მოსწავლეს და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა კამპანიის „16-დღიანი აქტივიზმი: ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა“ ფარგლებში. კამპანიასთან დაკავშირებით მისიამ ორგანიზება გაუწია საბავშვო ნახატების კონკურსს თემაზე: „ოჯახი: ჩემი ხედვა“, რომელშიც გორის რაიონში მდებარე რამდენიმე საჯარო სკოლა და პირველიდან მეთორმეტემდე კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების მიერ ხმის მიცემის შედეგად თერთმეტმა მოსწავლემ მიიღო პრიზები თავიანთი ნახატებისთვის და მისიის მიერ ერთი დღით მოწვეულ იქნენ თბილისში დაჯილდოების ცერემონიასა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
მისიის სათავო ოფისში მისიის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ერიკ ჰოგმა ბავშვებს მადლობა გადაუხადა თავიანთი ნამუშევრების წარდგენისთვის და დიპლომები და საჩუქრები გადასცა, ასევე მათთან ერთად სურათები გადაიღო. მოგვიანებით მისიის თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს სადილზე გაყვნენ და მეცნიერების მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ წაიყვანეს. ბავშვებმა აღტაცებით მიიღეს მონაწილეობა მუზეუმის მიერ ორგანიზებულ აქტივობებსა და თამაშებში. არანაკლები სიამოვნება მიიღეს მისიის თანამშრომლებმა, რომლებმაც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
მისიის ხელმძღვანელი თბილად ესალმება სკოლის მოსწავლე გოგონას მისიის სათავო ოფისში
მიმდინარეობს დაჯილდოების ცერემონია
ჯილდოდ დაწესებული თასები მფლობელების მოლოდინში
ბავშვები ამაყად იწონებენ თავს დიპლომებითა და საჩუქრებით
ექსკურსია „მაკდონალდსში“ ძალიან მხიარული გამოდგა
ბავშვებმა აღტაცებით მიიღეს მონაწილეობა მუზეუმის მიერ ორგანიზებულ აქტივობებსა და თამაშებში
ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ ექსპერიმენტებში
ბავშვები ბედნიერები არიან, რომ საბოლოოდ მოახერხეს შობის „გადარჩენა“