ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს ომბუდსმენს

01.03.2019

1 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს ( ომბუდსმენს ) - ნინო ლომჯარიას . შეხვედრა ჩატარდა ინფორმაციის გაცვლისა და ფუნქციონალური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით .

ბატონმა ჰოგმა მიაწოდა განახლებული ინფორმაცია მისიის მანდატის გაგრძელებისა და ადგილზე მიმდინარე საქმიანობის შესახებ . შემდგომ დისკუსია შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას , ორ თვითაღიარებულ რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და აქედან გამომდინარე დაკავების შემთხვევებს .

- მა ლომჯარიამ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში წარმოადგინა საქართველოში ადამიანის უფლებათა არსებული მდგომარეობა და ომბუდსმენის აპარატის პრიორიტეტები . მან მადლობა გადაუხადა მისიას უწყვეტი ძალისხმევისათვის .


ბატონმა ჰოგგმა მხარი დაუჭირა ინფორმაციის გაცვლას საერთო ინტერესის საკითხებზე

საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა მისიის მნიშვნელობასა და ადგილზე განხორციელებულ სადამკვირვებლო საქმიანობას

Follow us on social media