ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუდენტებს ესაუბრა

17.05.2019

17 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბ-ი ერიკ ჰოგი გორში . აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია . პრეზენტაციას დაესწრნენ აკადემიის ბაკალავრიატის სტუდენტები , ოფიცრები და აკადემიური პერსონალი . ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა საქართველოში მისიის 10 წლიანი მუდმივი ყოფნის , მისი გამოწვევები სა და წარმატებები ს მიმოხილვა.

ბატონმა ჰოგმა კონფლიქტის მართვაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი განმარტა . ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის და ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების ფასდაუდებელი მნიშვნელობა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით . მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და დამატებითი ღონისძიებების   შემდგომი სრულყოფის მნიშვნელობას . ბატონმა ჰოგმა აღნიშნა , რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისიას შორის ფუნქციური თანამშრომლობა ძალიან ეფექტურია . ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა , რომლის დროსაც სტუდენტებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოავლინეს მისიის ყოველდღიური საქმიანობის , მისი დაბრკოლებებისა და სამომავლო გეგმების მიმართ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს საინმორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამას , რათა უკეთ გააცნოს როგორც ძირითად ინსტიტუტებ , ასევე ფართო საზოგადოება მის საქმიანობა და მანდატ . ამ კონტექსტში , მომავალი თვეების განმავლობაში დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა მაღალი დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებ ში პრეზენტაცი ების ჩატარება .

  

აკადემია მიესალმება მისიის ხელმძღვანელს

ბატონმა ჰოგმა კონფლიქტის მართვაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი განუმარტა

კითხვა - პასუხის სესიამ მისიის ყოველდღიურ საქმიანობაში , მის დაბრკოლებებსა და სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი ინტერესი გამოავლინა

პრეზენტაციას დაესწრნენ აკადემიის ბაკალავრიატის 50- მდე სტუდენტი , ოფიცრები და აკადემიური პერსონალი

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება