ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებების შესახებ სემინარს აწყობს

11.01.2009
ხუთშაბათს, 15 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისის სათაო ოფისში ადამიანის უფლებების შესახებ სემინარს მასპინძლობს. სემინარის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და საქართველოს ხელისუფლებასთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგნიზაციებთან, სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაცებთან 2009 წლისათვის დაგეგმილი სამუშაოების განხილვა.

დისკუსია, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაუძღვებიან, იძულებით გადაადგილებული პირების, დაბრუნებული ოჯახების, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების და მსხვილი დონორების საკითხებს შეეხება.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები მიწვეულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, გენერალ ჟილ ჟანვიეს შესავალი სიტყვის მოსამენად. შეხვედრა შედგება 15 იანვარს 9 : 35 სთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში მისამართზე: კრწანისის ქ. 49

გთხოვთ დაადასტუროთ დასწრება პრესასა და საოზგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: press@eumm.eu
Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება