პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კმაყოფილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო გადაადგილების შეზღუდვის პირობების დაცვით

28.04.2009
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა და უკვე სამი თვეა ძალაშია, 26 მაისს, ავტომატურად, კიდევ სამი თვით გაგრძელდა. არც ერთ მხარეს არ გამოუყენებია მოლაპარაკების შეწყვეტის უფლება.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ქართული სამხედრო ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებსა და ამ გადაადგილების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ინფორმირებას გულისხმობს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მეტად კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებით. მისიამ განიხილა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის შესახებ არსებული ყველა ბრალდება, მაგრამ ვერ შეძლო ვერც ერთი მათგანის დადასტურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო ის აუცილებელი გამჭვირვალობა, რაც ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ დამკვირვებლებს თავიანთი მოვალეობების შესრულების საშუალბას აძლევს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცნობიერებს, რომ საქართველოს მხრიდან ეს ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ცალმხრივი ზომებია. პოსტ-კონფლიქტურ რეგიონში უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესება ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზეც მსგავსი შეთანხმებების მიღწევით იქნება შესაძლებელი.

Follow us on social media