პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს „მედი-კლაბის“ ავტომანქანის მძღოლის გარდაცვალების გამო, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ სადამკვირვებლო ჯგუფს ახლდა

21.06.2009
„მედი-კლაბის“ სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ერისწყალის მახლობლად, ჩვენს ერთ-ერთ სადამკვირვებლო ჯგუფს ახლდა. ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათისათვის, ჩვენი ერთ-ერთი დაჯავშნული ავტომანქანა, რომელიც რუტინულ პატრულირებას ახორციელებდა, ნაღმის აფეთქებისაგან მცირედ დაზიანდა. ასევე დაზიანდა თანმხლები სასწრაფო დახმარების მანქანა და მისი მძღოლი. საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, იგი მალევე დაზიანებებისაგან გარდაიცვალა.

მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, კომენტარი გააკეთა:
„მინდა მივუსამძიმრო დღეს გარდაცვლილი „მედი-კლაბის“ მძღოლის ოჯახსა და მეგობრებს. შეთანხმებული მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია განახორციელოს შეუფერხებელი პატრულირება ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ ინციდენტის დეტალებს, მაგრამ მინდა ნათლად აღვნიშნო, რომ ყოველგვარი არაპროვოცირებული თავდასხმა ჩვენს შეუიარაღებელ დამკვირვებლებზე  და საპატრულო ჯგუფზე, როდესაც ისინი თავის კანონიერ საქმიანობას ახორციელებენ, სრულიად მიუღებელია.

ჩვენ მიზნად ვისახავთ დავუკავშირდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე, რათა გამოვიძიოთ ინციდენტის დეტალები და უზრუნვველვყოთ, რომ მსგავსი  აღარ განმეორდება.“

Follow us on social media