პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს კვირას ერისწყალთან მის საპატრულო ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას

22.06.2009

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს, გუშინ, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, მისიის საპატრულო ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც მოკლული იქნა   „მედი-კლაბის“ თანმხლები სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი, დაშავდა ექიმი და მსუბუქად დაზიანდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანა.

მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, განაცხადა:

„ძლიერ შეშფოთებული ვარ, რომ მოცემულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი მოკვლევა მიანიშნებს, რომ ეს ჩვენს საპატრულო ჯგუფზე, მათი ყოვედღიური საქმიანობის მსვლელობისას  განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმა იყო. ეს შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელი  მოვლენაა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი მისიაა და მას არ გააჩნია აღმასრულებელი ძალაუფლება. მისია პატრულირებას მანდატის შესაბამისად ახორციელებს, რათა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისათვის უსაფრთხო და სტაბილური გარემო შექმნას. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ შეუფერხებლად განვახორციელოთ ჩვენი კანონიერი საქმიანობა.

იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებელ პირთა დააკავება და დასჯა. მანამდე, მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინოს თავშეკავება და პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების შეთანხმებული მექანიზმი.

Follow us on social media