პრეს რელიზები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხავიერ სოლანა, გმობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფის მიმართ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს განხორციელებულ თავდასხმას

24.06.2009
ხავიერ სოლანამ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფზე გუშინ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განხორციელებული თავდსხმა, რის შედეგადაც მოკლული იქნა თანმხლები სასწრაფო დახმარების  მანქანის მძღოლი:
„მე მკაცრად ვგმობ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფზე აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს განხორციელებულ გუშინდელ თავდასხმას, რის შედეგადაც თანმხლები სასწრაფო დახმარების  მანქანის მძღოლი იქნა მოკლული. მსურს ღრმა თანაგრძნობა განვუცხადო ავთანდილ ახალაძის ოჯახს და ნათესავებს.

ევროკავშირის სადამკვირვვებლო მისია მიზნად ისახავს რეგიონში ადამინების ცხოვრების გაუმჯობესებას. ნებისმიერი თავდასხმა ჩვენს შეუიარაღებელ დამკვირვებლებზე და მათ საპატრულო ჯგუფებზე სრულიად მიუღებელია. ყველა მხარეს შევახსენებ, რომ მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ  სტაბილიზაცია და უსაფრთხოება მათი ფიზიკური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.“

Follow us on social media