პრეს რელიზები

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მეორე შეხვდერაზე „კონსტრუქციული დისკუსია“ შედგა

29.07.2009
სამშაბათს, 28 ივლისს, გალში  ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებული მეორე შეხვდერა გაიმართა. შეხვედრაში, რომელსაც გაერო თავმჯდომარეობდა,  აფხაზეთის დე ფაქტო, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები  იღებდნენ მონაწილეობას.  ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისია (ესმი) მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, გენერალ ჟილ ჟანვიეს მიერ იყო წარმოდგენილი.  

პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების განხილვა მოხდა; მოცემულმა შეხვედრამ კი რამდენიმე არსებით პრობლემის, მათ შორის, როგორც წარსულში მომხდარი, ისე მიმდინარე ინციდენტების, და ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის საკითხების, განხილვის საშულება მოგვცა. შეხვდრა შეფასდა როგორც „კონსტრუქტიული“ და „პროდუქტიული“.

მიღწეულ იქნა შეთანხმება,რომ შემდეგი შეხვედრა 11 აგვისტოს კვლავ გალში გაიმართება.

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში