ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისია
(
ესმი
)
შეშფოთებას გამოთქვამს იმ ბოლოდროინდელ ინციდენტთან დაკავშირებით,
რომლის დროსაც
სოფელი გრემისხევის თექვსმეტი საქართველოს მოქალაქე, რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის ჭრის დროს დააკავეს.
საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ადგილზე შეხვედრა,
რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა დასწრებოდა, არ შედგა. შესაბამიდად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს შემთხვევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს და მოაგვაროს.
სოფელი გრემისხევის თექვსმეტი მკვიდრის დაკავება მოცემული სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამასთან, ინციდენტი ასახავს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ
ფართე პრობლემას, რომელიც ზამთრის სეზონისათვის მზადებასთან ერთად სავარაუდოდ გაიზრდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაჩნია, რომ პრობლემის გრძელვადიანი მოგვარებისათვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი საკითხის განსახილველად შესაბამის ფორუმს წარმოადგენს.
___________________________
საკონტაქტო პირები მედიისათვის:
ვირჯინია ანტონინი
+
995 91 22
70
24