პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) მიესალმება 25 ოქტომბერს დაპატიმრებული 16 ქართველი ტყის მჭრელის გათავისუფლებას

30.10.2009

   

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია   (ესმი) მიესალმება 25 ოქტომბერს, რუსი მესაზღვრეების მიერ ახალი ბურღულის მიდამოებში დაპატიმრებული 16 ქართველი ტყის მჭრელის გათავისუფლებას. მოცემული ფაქტი,   25 ოქტომბერს, ბალთაში დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის გუშინდელ განთავისუფლებას მოყვა. „მეტად მოხარულები ვართ, რომ დაკავების გარემოებები გარკვეულია და ამ ადამიანებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებსა და სამუშაოს,“ - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა. „საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ესმის დამკვირვებლებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტი აღმოჩნდა მოცემული შემთხვევის სწრაფი მოგვარებისათვის,“ - დასძინა მან.

 

ესმი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე გამოიჩინონ მოქნილობა მსგავს შემთხვევებთან მიმართებაში. ადმინისტრაციული გამყოფის თავისებურება და ტრადიციულად მჭიდრო კავშირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის სავარაუდოდ კვლავ გამოიწვევს შემთხვევით გზის აბნევას, განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მონაწილეებმა არაერთხელ დაუჭერეს მხარი არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს არაგანზრახ დამრღვევების უკან გამობრუნება და არა მათი დაპატიმრება ან დაკავება. მოცემული შეთანხმების მუდმივი შესრულება ხელს   შეუწყობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას და პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე.

  ____________________

საკონტაქტო პირები მედიისათვის:

 

ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 7 024

Follow us on social media