პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) დააკვირდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილ გადაადგილებას

19.11.2009

საქართველოს მთავრობამ შეატყობინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი), რომ 19-25 ნოემბრის განმავლობაში, რესტრუქტურიზაციის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილება.

მოცემული გადაადგილება განხორციელდება საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ძირითადად კონცენტრირებული იქნება თბილისის, გორისა და ბაზალეთის გარშემო. მისია დააკვირდება ამ გადაადგილებებს მის ჩვეულ პროცედურებთან შესაბამისობით.

ეს ინფორმაცია გავრცელებულ იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება  შესაბამისობაში იმყოფება 2009 წლის 26 იანვარს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე აღებულ ვალდებულებებთან.
 
 
საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24
Follow us on social media