პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შესაძლო შედეგებზე ტელეკომპანია იმედის მოდელირებულ გადაცემასთან მიმართებაში

16.03.2010
13 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული მოდელირებული გადაცემის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გადაცემის ზეგავლენას  უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

2008 წლის ზამთრიდან, უსაფრთხოების მდგომარეობა აღნიშნულ რეგიონებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დღემდე მშვიდი რჩება ტელეგადაცემის გასვლის შემდეგაც. მიუხედავად ამისა, ჩვენი დამკვირვებლები, უსაფრთხოების გამო ადგილობრივი მოსახლეობის მღელვარებისა და შეშფოთების მოწმე გახდნენ, რაც ამ ინციდენტით იყო გამოწვეული.

მიმდინარე მოვლენების მსვლელობისას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის “ცხელი ხაზის” მეშვეობით რუს მესაზღვრეებსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ისინი ტელეკომპანია იმედის გადაცემის მოდელირებულ ხასიათში და გადაგვემოწმებინა, რომ მათი მზადყოფნის დონე უცვლელი რჩებოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს შეახსენოს ყველა მონაწილე მხარეს, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემების დამზადებას   სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს. შესაძლოა მომხდარიყო სახიფათო და სერიოზული ინციდენტები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს მომავალში სრულად გაითვალისწინოს საკუთარი ქმედებების შედეგები. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველყოფა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში