პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებულების განთავისუფლებას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს

31.03.2010
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ოთხი სამხრეთ ოსეთის მკვიდრისა და ორი რუსეთის მოქალაქის, სულ 6 დაკავებულის, განთავისუფლებას. ეს დაკავებულებთან დაკავშირებული საერთო მდგომარეობის  ცვლილებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ადგილზე მდგომარეობის განმუხტვისა და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.

ასევე, მისია იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი სისტემის მეშვეობით იქნება მოგვარებული. მოცემული საკითხების განხილვისათვის შესაბამის ფორუმს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი წარმოადგენს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აღადგინოს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესში.


საკონტაქტო პირი მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში