პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს მწუხარებას გალის რაიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ყველა მხარეს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს

07.06.2010
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გალის რაიონში მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტებს, რომლის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, ჭრილობები მიიღეს სხვა პირებმა, ადგილი ჰქონდა დაკავებათა რიგს  და გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწვის შესახებ.

მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია და დეტალები კვლავ უცნობია. რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ გააჩნია რეგიონში შესვლის შესაძლებლობა, მას არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა. მაშინ როდესაც ადგილობრივი გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში. თავშეკავება არის საჭირო იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას.

არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.


საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში