პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ზრდის გამჭვირვალობას

02.07.2010
2 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ხელი მოაწერეს 2009 წლის 26 იანვარს მისიისა და სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ცვლილებას. პირველადი მემორანდუმი შეიცავს რამოდენიმე ცალმხრივ ვალდებულებას, რომელიც აიღო სამინისტრომ რათა დოკუმენტით დაედასტურებინა 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი შეთანხებით გათვალისწინებული ძალის არგამოყენების პრინციპის დაცვა საქართველოს მიერ.

 ცვლილება ითვალისწინებს ტექნიკურ ზომებს მისიისა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, კერძოდ, მისიის პერსონალისთვის სამხედრო ობიექტების ხელმისაწვდომობის მიმართებაში. ამ ცვლილების განხორციელება კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობას ქართული მხარის სამხედრო დისლოკაციებთან დაკავშირებით. მაშასადამე, ხელი შეეწყობა  სამხედრო ნდობის აღდგენის გაძლიერებას  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ. შემხვედრი ნაბიჯები ადმინისტრაციული საზღვრების მეორე მხრიდან იქნება ძალიან მისასალმებელი ამ შეთანხმებების შესავსებად.



Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში